მასპინძლობა COVID-19-ის პირობებში - დასუფთავების 5-ეტაპიანი პროცედურა Airbnb-სგან

პოსტპანდემიურ ფონზე, მას შემდეგ, რაც მსოფლიო განახლდა და სამომხმარებლო გამოცდილებაც შეიცვალა, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა - პასუხისმგებლობამ. ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი მასპინძლობის სფეროში. საცხოვრებლის 5- ეტაპიანი დასუფთავების პროცედურა, რომელსაც Airbnb-ი გვთავაზობს, მნიშნველოვანია იმ მესაკუთრეებისთვის, რომლებიც შემოსავალს ბინების დღიური გაქირავებით ღებულობენ. დასუფთავების პროცედურების სათანადო დონეზე შესრულება, დღეს, გადამწყვეტი ფაქტორია სტუმრისთვის საკუთარი არჩვანის გაკეთების დროს.

დასუფთავების 5 მნიშვნელოვანი ეტაპი:

ეტაპი 1 - მომზადება:

  • დასუფთავებამდე გაანიავეთ ოთახები;
  • მოიმარაგეთ სათანადო საწმენდი საშუალებები;
  • გაეცანით ქიმიური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს;
  • დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;
  • არ დაგავიწყდეთ დამცავი საშუალებები - ერთჯერადი ხელთათმანი, ნიღაბი, პირბადე და სხვა;
  • გაიტანეთ ნაგავი;
  • შეაგროვეთ გასარეცხი თეთრეული;
  • დასუფთავებამდე, ქსელიდან გამორთეთ ელექტრომოწყობილობები.

ეტაპი 2 - დასუფთავება:

  • გარეცხეთ თეთრეული მაქსიმალურად მაღალ, დასაშვებ ტემპერატურაზე;
  • გარეცხეთ ჭურჭელი და დაცალეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა;
  • გადაწმინდეთ მტვერი, გამოგავეთ ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ იატაკი;
  • საპნით და წყლით გაწმინდეთ მყარი ზედაპირები;
  • გაწმინდეთ რბილი ზედაპირები მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.

ეტაპი 3 - სანიტარული დამუშავება:

  • მყარი ზედაპირის გაწმენდის შემდეგ მიასხურეთ მას სადეზინფექციო საშუალება;
  • დატოვეთ სადეზინფექციო საშუალება ზედაპირზე, ეტიკეტზე მითითებული დროის განმავლობაში;
  • აცადეთ ზედაპირს თავისით გაშრობა.

ეტაპი 4 - შემოწმება:

  • დარწმუნდით, რომ საცხოვრებელი საგულდაგულოდ დასუფთავებული და სანიტარიული წესით დამუშავებულია;
  • ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებიან, აუცილებლად უნდა იყოს დამუშავებული სანიტარიული წესით - გამოასწორეთ, რაც გამოგრჩათ.

ეტაპი 5 - მოწესრიგება:

  • გადაყარეთ ან გარეცხეთ საწმენდი საშუალებები;
  • დაცალეთ და გაწმინდეთ მტვერსასრუტი ყოველი დასუფთავების შემდეგ;
  • დასუფთავების შემდეგ ფრთხილად მოიხსენით დამცავი საშუალებები;
  • დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;
  • დაუტოვეთ სტუმრებს საწმენდი საშუალებები;
  • ვიზუალურად შეაფასეთ, რამდენად მზადაა ოთახები მომდევნო სტუმრისთვის;
  • შეავსეთ საწმენდი საშუალებების მარაგი.

გახსოვდეთ, რომ დასუფთავების წესების დაცვით, არა მხოლოდ სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავთ, არამედ იცავთ საკუთარ თავს, იცავთ მოგზაურებს და გარშემო საზოგადოებას. ახალი პროცესების დანერგვას დრო სჭირდება. სტანდარტები, რასაც საერთაშორისო პლატფორმები გვთავაზობენ, გვეხმარება იმაში, რომ მაქსიმალურად მალე ავუწყოთ ფეხი „ახალი ჩვევების“ მქონე, მომხმარებლის მოთხოვნებს.