საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან  “მოედანი“

31 მაისამდე მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ აპარტამენტს კომპლექსში, მიიღებენ საჩუქრად სარემონტო ვაუჩერს, სხვადასხვა კატეგორიის ბინის მიხედვით.

80-კვ.მ-დან ფართის ბინის შეძენის შემთხვევაში, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულება იქნება 15,000 ლარი, 120-კვ.მ-დან - 20,000, ხოლო 170-კვ.მ-დან კი, 30,000 ლარი.

მოედანი - ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი…

1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს 220 საცხოვრებელ აპარტამენტს, 80 ნომრიან სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.

პროექტ „მოედანზე“ მუშაობის პროცესი 2018 წლიდან, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტი დღესაც აქტიურ ფაზაშია და უკვე 2022 წლის ბოლოსკენ სრულად დამთავრდება.

პროექტის შესახებ უფრო დეტალურად, პროექტის დირექტორს ვახტანგ გურგენიძეს ვესაუბრეთ.

2-1620366112.jpg

რა იყო „მოედანის“ ინსპირაცია?

„მოედანის“ მთავარი ინსპირაცია იყო „პიაცას“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც ვხვდებით ევროპულ ქალაქებში. პროექტის სახელწოდებაც აქედან მოდის - „პიაცა“ ქართულად ნიშნავს „მოედანს“.

მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც მოხდა პროექტის დამფუძნებლების გაერთიანება იყო ის, რომ შექმნილიყო სივრცე, რომელიც ქალაქის მთავარ თავშეყრის ადგილად გადაიქცეოდა.

პროექტის ლოკაციაც ამ მხრივ შევარჩიეთ. ძველ თბილისში, მოედანი იყო ადგილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირდება ადგილობრივებს, სხვადასხვა ეროვნების თუ კულტურის მქონე ადამიანებს და სწორედ აქ, იგრძნობოდა ყველაზე უფრო მეტად ქალაქის პულსაცია.

რა გამოარჩევს „მოედანს“?

ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში მდებარე პროექტი იქნება „ცხელი“ წერტილი, სადაც მოხდება გადაკვეთა სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების. მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა კი ჩვენი პრიორიტეტია.

ამ მიზეზით, პროექტის შემუშავებისას, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ საზოგადოებრივ სივრცეს - ეს არის ნახევარ ჰექტარზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულების მქონე რესტორნები, ბარები, კაფეები.

აქ დაგხვდებათ განსხვავებული, თანამედროვე სტილის არქიტექტურა. დაბალ სართულიანი შენობები, კი იძლევა სივრცის აღქმის შესაძლებლობას.

ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს მიეცემათ საშუალება ცოცხალ და დინამიურ გარემოში იმუშაონ, დაისვენონ და ახალი კავშირები დაამყარონ.

3-1620366130.jpg

რა საინვესტიციო სარგებელი აქვს პროექტს?

„მოედანი“ გონივრული ინვესტიციაა გრძელვადიანი კომერციული სარგებლისთვის. მფლობელებს ვთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას - გაქირავებას, ოთახის სერვისს, ჭკვიანი საკეტით სარგებლობას, რაც ითვალისწინებს აპარტამენტის დისტანციურად მართვას.

ასევე, „მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს - კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.

პროექტის პარტნიორია „თიბისი“ ბანკი.

(R)