ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64.5% შეადგინა, ხოლო სესხებზე 0.1%-ული პუნქტით შემცირდა და 55.4% შეადგინა.
რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა 2015 წლიდან აღინიშნება და 2016 წლის IV კვარტალში შესაბამისად 69.8% და 65.4% დაფიქსირდა. უკვე 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, თუმცა 2019 წლის IV კვარტალიდან კვლავ ზრდა დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დეპოზიტებზე აღნიშნულმა მაჩვენებელმა 62.7% შეადგინა, სესხებზე კი 55.5%.