1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4324 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4324 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4430 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0106 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1450 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1474 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.