ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, უბან Nine Elms-ში ორ საცხოვრებელ კომპლექსს შორის საკმაოდ უჩვეულო და უცნაური საცურაო აუზი აშენდა. ორ შენობას შორის მოთავსებული აუზი სრულიად გამჭვირვალეა და შენობების გარდა დამატებითი საყრდენები არ გააჩნია.
CNN-ის ინფორმაციით, აუზი, რომლის სახელწოდებაც The Sky Pool-ია, საცხოვრებელი კომპლექსების მე-10 სართულებს შორის 25 მეტრის სიმაღლეზე აშენდა.
გამოცემის ინფორმაციით, უჩვეულო აუზით სარგებლობის უფლება მხოლოდ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ.
როგორ ცნობილია აუზი სპეციალურად აშშ-ში, კოლორადოს შტატში დაამზადეს. მისი სიღრმე 3 მეტრს აღემატება და აუზის წყლით გავსების შემთხვევაში 375 ტონას წონის.
აუზი არქიტექტურულმა კომპანია Arup Associates-მა დააპროექტა. კომპანიის განმარტებით, მათ ყველა შესაძლო საშიშროება განიხილეს და დარწმუნებულები არიან, რომ აუზი სტუმრებისთვის სრულიად უსაფრთხოა.
CNN-ის ინფორმაციით, აუზის ოფიციალური გახსნა 19 მაისს არის დაგეგმილი. საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც საცურაო აუზია განლაგებული „ემბასი გარდენსში“ მდებარეობს. კომპლექსში 2-საძინებლიანი სახლის ღირებულება 1,4 მილიონი დოლარიდან იწყება.