თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა - რა დაჯდება სამუშაოები

თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 670 999 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

გზის შეკეთების სამუშაოების დაფინანსება 2021–2022 წლების თბილისის ბიუჯეტიდან მოხდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულის კომპანია ვალდებულებაა, 24–საათიან რეჟიმში იმუშოს და რეაბილიტაცია 8 თვეში დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის მარტშიც გამოცხადდა. მაშინ ტენდერში კომპანია „ენსისიმ“ გაიმარჯვა. დაიდო ხელშეკრულებაც, თუმცა მოგვიანებით მერიამ ის ცალმხრივად შეწყვიტა - მიზეზად კი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.