ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ბრიტანული ბრენდის საცხობ Warburtons-ის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. Warburtons-ის ახალი რეკლმა პირველად ტელეკომპანია ITV-ზე გუშინ გავიდა. skynews-ის შეფასებით, კინოვარსკვლავთა მონაწილეობით გადაღებული რეკლამების სერია გრძელდება და ამ ეტაპზე ეს სია ჯორჯ კლუნით მთავრდება.
„ოუშენის თერთმეტი მეგობრის,“ „გრავიტაციისა“ და „მაიკლ კლეიტონის“ ოსკაროსან მსახიობს, რომელიც, ამავე დროს, ბარაკ ობამას, პრინცი ჰარისა და მეგანის ახლობელიცაა, ახლა უკვე შეუძლია თავის CV-ში ჩაამატოს, რომ Warburtons-ის სარეკლამო კამპანიაშიც უმუშავია,“ - წერს გამოცემა.
რეკლამაში ჯორჯ კლუნი მას შემდეგ ჩნდება, რაც საცხობის ბოსი ჯონათან უორბერტონი სამსახურში ლანჩისთვის ნანატრ 15:00 საათის დადგომას ელოდება და მაშინვე თავისი ბრენდის პურის დატოსტერებას იწყებს. ეს ესაა ჯონათანმა დატოსტერებული ბუტერბროდი უნდა ჩაკბიჯოს, როცა კაბინეტში მისი თანაშემწე გოგონა შემოდის და სიხარულით ამცნობს, რომ ვიდეოხაზზეა ჯორჯ კლუნი. ბოსის ლეპტოპის ეკრანზე ვიდეოზუმით კავშირზე გამოსული ჯორჯ კლუნის სახე ჩნდება მისალმებით: „ბატონო, უორბერტონო?! ჯონი?!“ თუმცა ჯონი თავის გემრიელ ტოსტს დახედავს და თანაშემწეს ჩურჩულით პასუხობს: „ის მოიცდის!“... რის შემდეგაც თავის ლეპტოპს კეცავს და შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯ კლუნს გაღიმებულს ტოვებს. რეკლამა გაკვირვებული კლუნის გამომეტყველებითა და მისი სიტყვებით მთავრდება: „მან გამითიშა?! ჰო, ის აქ არაა, ის ტოსტს მიირთმევს.“
მსახიობისთვის კუთვნილი ჰონორარი კლუნის სამართლიანობის ფონდს გადაეცა, რომელიც ჯორჯმა და მისმა მეუღლე ამალმა დააარსეს. ამალი კლუნი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იურისტია.
ჯორჯ კლუნი პირველი ვარსკვალავი არა, ვინც Warburtons-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. ის ამ ბრენდთან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობის, რობერტ დენიროს კვალდკვალ მივიდა. ორგზის ოსკაროსანი რობერტ დენირო Warburtons-ის რეკლამაში 2019 წელს გამოჩნდა. სარეკლამო რგოლი ეხება Warburtons-ის ე.წ. ჰამბურგერის პურს, დასახელებით „Bagels“. რობერტ დენირო თავისი განქსტერული როლების ნაზავ პერსონაჟს წარმროადგენს, რომელიც ჯონათან უორბერტონის კაბინეტში თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად შედის და ბრენდ „Bagels“-ის დასახელებას "GoodBagels"-ით ცვლის, ხოლო როცა GoodBagels-ის გაყიდვების „წვიმა წამოვა“, მაფიოზურ სტილში ჯონათან უორბერტონს „ჩააჩოჩებს“ და ბოსი თავად ხდება. საცხობის რეკლამირების გარდა, რობერტ დენირო ესპანურ ბანკ Santander-ისა და სამხრეთკორეულ ავტოკონცერნ Kia-ს რეკლამებშიც გამოჩენილა.
თუმცა ჰოლივუდის სახეების მიერ Warburtons-ის რეკლამირება ამით არ მთავრდება. რობერტ დენირომდე, 2015 წელს იყო სილვესტერ სტალონე. სარეკლმაო რგოლში ის ჯონათან უორბერტონს ურეკავს და ფილმის გადაღებაზე თავის იდეას უზიარებს, რომ პურის მამაცი და უსწრაფესი დისტრიბუტორის როლს შეასრულებს. სწორედ ამ როლშია ნაჩვენები კინოვარსკვლავი, რაც ფილმ „როკის“ სტილში დისტრიბუტორ სილვესტერ სტალონეს ქუჩებში და კიბის საფეხურებზე სირბილს ასახავს. რეკლმაში ამავე ფილმის საუნდტრეკი Eye Of The Tiger არის გამოყენებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ