ევროკავშირში COVID-19-ის ინფექციაზე ვაქცინაციის სერტიფიკატების სისტემა ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
„ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობა შესაძლებელი უნდა გავხადოთ. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ევროკავშირის მოგზაურთა ვაქცინაციის სერტიფიკატების ჩასაშვებად იურიდიული და ტექნიკური მზადება სრული ტემპით მიმდინარეობს. ასე რომ, ეს სისტემა შესაძლოა, ივნისიდან ამოქმედდეს,“ - აცხადებს ფონ დერ ლაიენი. ის მოელის, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატების სისტემის ამოქმედებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მაისის ბოლოსთვის მიაღწევენ.
ვაქცინაციის სერტიფიკატი უნდა აჩვენებდეს, რომ პირს გადატანილი აქვს კორონავირუსი და ინფექციაზე ანტისხეულები გამოუმუშავდა ან ის, რომ პირი ვაქცინირებულია ანდა ორმხრივად აღიარებული ტესტით გასინჯული პირის უარყოფით პასუხს.
„ის, ვინც არაფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს წარმოადგენს, ევროკავშირში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებს. ჩვენ გვსურს, რომ ყველა ევროპელმა ზაფხულის სეზონი უსაფრთხოდ და სასიამოვნოდ გაატაროს,“ - წერს თავის განცხადებაში ევროკომისიის თავმჯდომარე.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ