კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ამჟამად 82 298 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 82 298 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 74 340-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 33 032 ადამიანმა გამოთქვა. 16 317 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა. "სინოფარმით" აცრის მსურველთა ოდენობა გაიზარდა და ის 11 843-ს შეადგენს. 9431-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. 6317 მოქალაქეს „ნოვოვაქსი“ აცრა სურს, 1397-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.