“კოკა-კოლა“ მომხმარებლებს მიმართავს

“კოკა-კოლა“ მომხმარებლებს მიმართავს და შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

კერძოდ, როგორც კომპანიის განცხადებიდან ჩანს, კომპანიის დასახელების „ფეიკ“ ვებგვერდიდან, მოქალაქეებს გარკვეულ გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობენ, თუმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ აცხადებს, რომ ამ გათამაშების მიზანი, მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოძიებაა.

„ძვირფასო მომხმარებლებო, მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებ გვერდი და ვიქტორინა გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია „კოკა-კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება,“-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

cocaaa-1620628501.jpg

თაია არდოტელი