თბილისში, მარილის საწყობების მშენებლობა იგეგმება.
ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. საუბარია, გზებზე დასაყრელ ტექნიკურ მარილზე.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 მაისს დაიწყება და 4 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 814 965 ლარია.
საწყობების მშენებლობა სამ ლოკაციაზე იგეგმება. კერძოდ, ეს ადგილებია: კახეთის გზატკეცილი N67-ში; დაბა კოჯორი იუნკერების ქუჩა N26-ში და წყნეთი.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 კვირაში.