დაზარალებულთა ნაწილის ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა

დაზარალებულთა ნაწილის ინფორმაციით, დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

„იწვის ჩვენი საქონელი. მე პირადად მეორადის საწყობი მაქვს. ცეცხლი გაჩნდა დენის გაყვანილობიდან და დაიწვა 3 საწყობი. მათგან ორი ჩვენი იყო, დაიწვა და განადგურდა ტონობით საქონელი,“ - აცხადებს ერთ-ერთი საწყობის მესაკუთრე.

დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები გამოიძახეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.