2021 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - სად ყიდულობს საქართველო საწვავს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

„2021 წლის აპრილში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით, ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით ანუ 420%-ით მეტი - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის აპრილიში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,4% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,5% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,6% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,6% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,8% (0,2 ათასი ტონა) - იტალიიდან.

2021 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 63,6% (10,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,7% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,2% (1,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 6,2% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 6,2% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,1% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.