აშშ-ში საწვავის უდიდეს მილსადენ Colonial Pipeline-ზე პარასკევს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად ნავთობზე მსოფლიო ფასები ზრდას განაგრძობს.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა NYMEX-ზე WTI ბრენდის ნედლ ნავთობზე ბარელის ამჟამინდელი ფასი 65,22 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით 0,32 დოლარით, 0,51%-ით მეტია. გასული კვირის პარასკევს დადგენილი ფასი ამ ბრენდის ბარელ ნავთობზე 64,90 დოლარს შეადგენდა. ამჟამინდელი ფასის 1-დღიანი დიაპაზონი 65,03-დან 65,75 დოლარამდეა. ვაჭრობა ბარელზე 65,57 დოლარის ფასით გაიხსნა.
საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევის გამო აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
რაც შეეხება Brent-ის ნედლი ნავთობის ფასს, ლონდონის ბირჟა ICE Futures-ზე ბარელის მიმდინარე ფასი 68,60 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით 0,32 დოლარით, 0,47%-ით მეტია. ვაჭრობა 68,76 დოლარით გაიხსნა და მისი 1-დღიანი დიაპაზონი ბარელზე 68,44-დან 68,20 დოლარამდეა. გასული კვირის პარასკევს დადგენილი ფასი ბარელზე 68,28 დოლარს შეადგენდა.
Colonial Pipeline მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. მისი მუშაობა ჯერ ისევ შეჩერებულია. ING-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა, მით უფრო მეტად იქონიებს გავლენას ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდაზე.
რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება Dark Side-ი დგას, რომელმაც Colonial Pipeline-ის ქსელში შეაღწია და თითქმის 100 გბ მონაცემები „მძევლად აიყვანა.” მილსადენზე კიბერშეტევის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ