რა აშენდება  სურამის ტერიტორიაზე, რომელიც პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გაიყიდა (+ფოტო)

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, დაბა სურამის ტერიტორიაზე, ყოფილი დიმიტროვის ბაღში, 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „ოუქლენდმა“ შეიძინა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია დასასვენებელ-საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

„ოუქლენდის“ დირექტორის დავით უმეკაშვილის თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო მიტოვებული, ამასთან, გადაშენების პირას მყოფი ტყის მასივი. თუმცა, კომპანიამ სპეციალისტების ჩარევით შეიმუშავა დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა გაჯანსაღდეს და შეინარჩუნოს ტერიტორიამ უნიკალურობა.

მისივე ინფორმაციით, დასასვენებელ-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით, 7 მილიონი აშშ დოლარი იქნება. პროექტის ფარგლებში კი, მუდმივ სამუშაო ადგილს 40-მდე ადგილობრივი მიიღებს.

როგორც „ოუქლენდის“ დირექტორი აღნიშნავს, პროექტის ძირითადი ვერსია უკვე დასრულებულია, თუმცა არქიტექტორები მუშაობას აგრძელებენ და შესაძლოა, საბოლოოდ, მცირედი ცვლილებები (თუმცა, არა რადიკალური) კვლავ შევიდეს.

დავით უმეკაშილის თქმით, პროექტის მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება და 2 წელში დასრულდება.

ცნობისთვის, კომპანია „ოუქლენდი“ 2020 წლის ივნისში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ეკატერინე გაჩეჩილაძეა.

2a23e19e-17ec-46b2-a3f5-898544871543-1620645901.JPG

4a861bbc-aba4-4054-a7e0-873360f3cefc-1620645917.JPG

4b682f6a-33d9-4f18-83f4-14b40819bd32-1620645935.JPG

6aa73572-c389-49ad-89c7-c730bb8820af-1620645954.JPG

15761866-5fa6-4d1a-b2c9-73b33555830b-1620645977.JPG

b5c8d207-124c-44b9-a299-53c27c388a34-1620645998.JPG

c6e92ea3-1e27-4bbf-838a-f1637dc563e9-1620646024.JPG

d68244cc-e0ff-4d52-bae5-11f3e5ecf48e-1620646041.JPG

e2e04439-45b8-4c98-81ef-100c66f8d3c6-1620646063.JPG

fe683e9e-7dd3-4a61-ae6e-6da4cdc93e1f-1620646097.JPG

ნინი ქეთელაური