18 მაისამდე ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და შიდა უპროცენტო განვადებით

მხოლოდ 18 მაისამდე „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ შეთავაზება პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე - მშენებლობის დასრულებამდე მობინადრეები ღირებულების მხოლოდ 40%-ს დაფარავენ, დანარჩენ 60%-ს კი აპარტამენტების ჩაბარებისა და გაქირავების შემდეგ გადაიხდიან.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ ყველაზე თანამედროვე, პრემიუმ კლასის პროექტია ქვეყნის ყველაზე მოთხოვნად კურორტზე. ის აერთიანებს დახურულ აუზს, სასტუმროს, რესტორანს, საპიკნიკე და სხვა რეკრეაციულ ზონებსა და საბავშვო გასართობ სივრცესა და სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, რომელიც ჩაგბარდებათ სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. კომპლექსის გამწვანებული ტერიტორია ჯამში 4 800 კვადრატული მეტრია.

terasashida-1620651015.jpg

პროექტი 2022 წელს დასრულდება და ვიზიტორების მიღებას შეძლებს. ამასთან, ის სრულ მზადყოფნაში იქნება, უმასპინძლოს 2023-2025 წლებში დაგეგმილი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების სტუმრებს, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. სპორტული ღონისძიებებისთვის კურორტი უკვე ემზადება, რაც უძრავი ქონების ფასებზეც აისახება. „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ უცხოელი ტურისტებისა და სპორტული შეჯიბრების მონაწილეების მისაღებად იდეალური ადგილი იქნება, რადგან ის დასვენებისა და კომფორტისთვის ყველა საჭირო სერვისს აერთიანებს.

terasashida2-1620651111.jpg

რაც შეეხება აპარტამენტის საფასურის უკუგებას, Booking.com-ზე დაყრდნობით, ეს დაახლოებით, 4-5 წელიწადშია შესაძლებელი. ამ პერიოდის განმავლობაში ბინის მესაკუთრეები მინიმუმ 30 000-მდე ლარის ოდენობით შემოსავალს მიიღებენ, რაშიც დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ დაეხმარებათ.

კომპანია თავად უზრუნველყოფს ბინების გაქირავებას, დასუფთავებისა და უსაფრთხოების სერვისს, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით.

გადახდის პირობებისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ:

ganacxadaaa-1620651166.jpg