Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის 1,29 მილიარდზე მეტი დოზაა გაკეთებული

Bloomberg- ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 174 ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის 1,29 მილიარდზე მეტი დოზაა გაკეთებული. უკანასკნელი მონაცემებით, დღეში დაახლოებით 20,8 მილიონი დოზა კეთდებოდა.

აშშ-ში ამ დროისთვის 260 მილიონი დოზა გაკეთდა. ბოლო კვირის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 2.02 მილიონი დოზა კეთდებოდა.

Bloomberg-ზე ვკითხულობთ, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის კამპანია გახდება.