ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 84 240 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 75 545 -ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 33 395 ადამიანმა გამოთქვა. 16 643 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა. "სინოფარმით" აცრის მსურველთა ოდენობა გაიზარდა და ის 13 020-ს შეადგენს. 9541-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. 6384 მოქალაქეს „ნოვოვაქსი“ აცრა სურს, 1465-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.