ვიეტნამში წელს უკვე 12,2 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა

ვიეტნამმა მიმდინარე წლის 4 თვეში 12,2 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რაც 800 მილიონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე (-07%). ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.

უწყების ცნობით, 8,4 მილიარდი დოლარის უცხოური კაპიტალის ინვესტირება მოხდა ვიეტნამში 451 ახალი პროექტის რეალიზებაში. ამავდროულად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უცხოურ კომპანიებს უფლება მისცა გაზარდონ კაპიტალი 263 მოქმედ პროექტში 2,7 მილიარდი დოლარის ოდენობით. დაახლოებით 1,04 მილიარდი კი ინვესტორებმა დახარჯეს ვიეტნამში მომუშავე ბიზნესებში წილების შეძენაში.

ყველაზე მსხვილი 67 ინვესტორ ქვეყანას შორის გახდა სინგაპური. მასზე მოდის 4,85 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მას მოჰყვება იაპონია და კორეის რესპუბლიკა 2,5 და 1,48 მილიარდის ინვესტიციით.

კოკა კვირკველია