საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 532 ტესტი ჩატარდა.