Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4250 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4225 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4174 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1590 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.