საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 3 ლარს გადაცდა - სად რა ღირს საწვავი

1 დღიანი გაძვირების შემდეგ ნავთობის ფასმა კლება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, აშშ-ის უდიდეს ნავთობსადენზე კიბერთავდასხმის გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასი გუშინ გაიზარდა.

კერძოდ, დღეის მონაცემებით, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა NYMEX-ზე WTI ბრენდის ნედლ ნავთობზე ბარელის ამჟამინდელი ფასი 64,48 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით, 0,45 დოლარით ანუ 0,71%-ით ნაკლებია. რაც შეეხება Brent-ის ნედლი ნავთობის ფასს, ლონდონის ბირჟა ICE Futures-ზე ბარელის მიმდინარე ფასი 67,81 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით 0,58 დოლარით, ანუ 0,86%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი საქართველოშიც ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, საწვავი ფასი 3 ლარსაც კი გადაცდა. კერძოდ:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 2.94 ლარია; „რეგულარი“ – 2.84; სუპერი – 3.01; ევრო-დიზელი კი 2.84 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.74 ლარია.

ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელ ენერჯის“ ფასი – 2.79 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 2.90 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.95 და 2.85 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.02 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.95 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.85 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.79; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.99 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.83 და 2.89 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.91 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.74 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.84 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავი – 2.99 ლარი; სუპერი ecto 100-ს კი – 3.10 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი – 2.90 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი” 2.81 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 2.97 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.76 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.05 ლარი ღირს.

თაია არდოტელი