უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი ამ ეტაპზე ძალაში რჩება.
მისივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება.
„ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის საათებში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა“, - განაცხადა ღიბრაძემ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.