სასტუმროების ქსელის ამერიკულმა კომპანია Marriott International-მა პირველი კვარტალი 11 მილიონი დოლარის სუფთა ზარალით დაასრულა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 31 მილიონის სუფთა მოგება ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, სამთვიან საანგარიშო პერიოდში Marriott-ის შემოსავლები 50%-ით, 2,32 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა.
ნომერზე გათვლის მიხედვით (revenue per available room, RevPAR), შემოსავალი იანვარ-მარტში 46,3%-ით შემცირდა. ამ სამ თვეში ბრენდის სასტუმრობის დატვირთვამ 49% შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის მეოთხე კვარტალში 33% ჰქონდა. ჩინეთში ბრენდის სასტუმროების დატვირთვა 66%-ია, რაც, პრაქტიკულად, 2019 წლის პირველი კვარტლის მსგავსი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში კომპანიის კაპიტალიზაცია 14%-ით გაიზარდა და 47,76 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Marriott International მსოფლიოს 131 ქვეყანაში 30 ბრენდის დასახელების 7000-ზე მეტ სასტუმროს მართავს. მათ შორის ყველაზე ცნობილია Ritz Carlton, Courtyard, Residence Inn, Marriott, St. Regis, Le Meridien, Sheraton და Four Points.