ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოსგან თითქმის იზოლირებულია. ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა მიზეზების გამო ოფიციალურად შეწყდა, ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც გახდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი ე.წ. ელიტა ფუფუნებაში ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. საინტერესოა, რა გზებით გამოიმუშავებს ქვეყანა დიდძალ ფულს?
სანქციების მიუხედავად მშპ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აქვეყნებს თავის ეკონომიკურ ინფორმაციას, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მისი მშპ 18 მილიარდ დოლარს აღწევს. ამასათანავე იზრდება ექსპორტიც. სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეის ექსპორტი 4.6% -ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეას გლობალური კოალიცია კორუფციის წინააღმდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა მსოფლიოში მეცხრე ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანად მოიხსენიებს. ჩრდილოეთ კორეაში მექრთამეობა ჩვეულებრივ თემად ითვლება.
ისევ ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, ჩრდილოეთ კორეაში არსებობს ლეგალური და არალეგალური ინდუსტრიები, რომელთა შესახებაც დასავლური მედია აქტიურად წერს:
ქვანახშირის ექსპორტი
ქვანახშირი ჩრდილოეთ კორეის მთავარი საექსპორტო საქონელია. მხოლოდ უკანონო გადაზიდვებით წელიწადში დაახლოებით 370 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამომუშავება ხდება. გაეროს კონფიდენციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ნახშირის ტრანსპორტირება ჩინეთში ისევ ხორციელდება.
სოკო და ზღვის პროდუქტების ექსპორტი
ჩრდილოეთ კორეამ სოკოს ექსპორტით სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2018 წელს კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის მთავრობას ორი ტონა სოკო შესწირა. სოკოს გარდა, ქვეყანამ ექსპორტზე სხვა პროდუქტებიც გაიტანა, მაგალითად: მოლუსკი, რომლითაც 137 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა წელიწადში 2,69 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თევზს ყიდის.
ტექსტილის ექსპორტი
2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან ტექსტილის ექსპორტმა 584 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩრდილოეთ კორეის სხვა ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: ინდოეთი, პაკისტანი და საუდის არაბეთი 0,89%.
ნარკოტიკების წარმოება და ვაჭრობა
ჩრდილოეთ კორეაში სავარაუდო უკანონო საქმიანობებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ნარკოტიკების წარმოება და რეალიზაციაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციების მიუხედავად, სახელმწიფო თავის ქმედებებს შეცვლის. საზღვრის სუსტი კონტროლი და წამლის დიდი მოთხოვნა ფულის შოვნის მომგებიან საშუალებად ითვლება.
კრიპტოვალუტის დაგროვება
ითვლება, რომ ჩრდილოეთ კორეაში კრიპტოვალუტა სახელმწიფოს შემოსავლის დამატებითი წყაროა. ფინანსური უსაფრთხოების ინსტიტუტი (სამხრეთ კორეის მთავრობის მხარდაჭერით) ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ციფრულ ვალუტას Bitcoin-ს და სხვა კრიპტოვალუტებს “იპარავს“. ქვეყანაში უკონტროლო “მაინინგი“ მიმდინარეობს.
სამხედროებისთვის მილიარდებია გამოყოფილი, თუმცა მათ საკვები არ აქვთ
კორეის სამხედრო ძალების დასაფინანსებლად მილიარდებია გამოყოფილი, თუმცა სამხედროების კვების პრობლემა მუდმივად დგას.
მუშაობა უხელფასოდ
ჩრდილოეთ კორეაში საშუალო წლიური ხელფასი 1000 -დან 2 000 დოლარამდეა. ისინი, ვინც სამხრეთ კორეაში ცხოვრობენ, 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებენ, რაც წელიწადში 30 600 აშშ დოლარს შეადგენს.