საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის დიდი ნაწილი, კერძოდ 40 000-მდე დოზა უკვე გამოყენებული ან დარეზერვებულია, 10 000 დოზა კი სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, მინისტრის განმარტებით, დამატებით დოზებთან ერთად 8000-10000 თავისუფალი ჯავშანის გაკეთება იქნება შესაძლებელი.
„სინოფარმის“ დიდი ნაწილი, დაახლოებით 40 000 დოზა არის უკვე გამოყენებული, ან დაჯავშნილი. 10 000-მდე დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, როგორიც გახლავთ პოლიცია და პენიტენციური სისტემა, უდიდესი ნაწილი მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს, ასევე დაიწყება ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორისთვის.
„ასტრაზენეკას“ მარაგი 43 000 დოზა დამატებით შემოვიდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დამატებით დოზებთან ერთად 8-10 000 თავისუფალი ჯავშანი შესაძლებელია, რომ „ასტრაზენეკაზე“ გაკეთდეს. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება „ასტრაზენეკას“ დოზები „კოვაქსის“ პლატფორმიდან, რაც მოგვცემს საშუალებას ახლად ჩამოსული პარტიიდან მეორე დოზაც შესრულდეს. ასე, რომ გარკვეული რაოდენობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინისათვის ჯერ კიდევ გვაქვს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.