მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 138 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.9 მილიონია. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.