საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 40 275 ტესტი ჩატარდა.