Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა 6,7 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა 3 აპრილიდან 10 მაისის პერიოდში ფასიანი ქაღალდების კუთვნილი პაკეტიდან 6,7 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტების თანახმად, ბეზოსმა 3-6 მაისის პერიოდში 1,48 მილიონი ცალი აქცია 4,91 მილიარდ დოლარად გაყიდა, ხოლო 7-10 მაისის პერიოდში Amazon-ის 521,936 აქცია - 1,7 მილიარდ დოლარად. მთლიანობაში 3-დან 10 მაისის ჩათვლით ბეზოსმა კომპანიის 2 მილიონზე მეტი აქცია გაყიდა.

2020 წელს Amazon-ის დამფუძნებელმა 9 მილიარდი დოლარის აქცია გაყიდა, საიდანაც ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს თავის აეროკოსმოსურ პროექტ Blue Origin-ზე ხარჯავს.

ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსი 191 მილიარდი დოლარის კაპიტალით მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. მის კუთვნილებაშია Amazon-ის 51,7 მილიონი ცალი აქცია. თუმცა ბეზოსი წლის ბოლოსთვის კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვებას გეგმავს.

მიმდინარე წელს Amazon-ის კაპიტალიზაცია 1%-ით, 1,61 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ბოლო 12 თვეში 37%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია