იოგის გაკვეთილები დეპუტატებისთვის და გიგანტური რეზინის იხვი - უცნაური პროექტები, რაშიც ხელისუფლებებმა ფული “გაფლანგეს“

თანხების უსარგებლო გაფლანგვის ფაქტები მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება. პრობლემა მთელს მსოფლიოში დგას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეების ფული ისეთ პროექტებზე იხარჯება, რომ ეს მხოლოდ სიცილს მოგგვრით.

სხვადასხვა ექსპერიმენტებში, უსარგებლო მშენებლობებში და ქანდაკებებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებმა დიდძალი თანხები დახარჯეს.

რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ:

ავსტრალია: იოგის გაკვეთილები დეპუტატებისთვის - 8 300 აშშ დოლარი

Sydney Morning Herald– მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო სამსახურების დეპარტამენტი იოგის მასწავლებლებს იოგის უფასო გაკვეთილების უზრუნველსაყოფად 8 300 აშშ დოლარს უხდიდა. გაკვეთილები პარლამენტის წევრებისთვის იყო განკუთვილი. მიზეზად კი მათი გადაღლილობა სახელდებოდა.

კანადა: კანადელი მზარეულის ფრენა ინდოეთში პრემიერ მინისტრისთვის - 12 900 აშშ დოლარი

2018 წელს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კანადელი შეფ-მზარეულის ინდოეთში გამგზავრებაზე, რათა ვიზიტის დროს მისთვის ინდური საკვები მოემზადებინა, 12 900 დოლარი დახარჯა.

მართალია, ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოხდა, თუმცა მედია შემთხვევას დღემდე იხსენებს და ყველა აღიშნავს, რომ არამიზნობრივი ხარჯი გაუმართლებელია.

დიდი ბრიტანეთი: ჰოლოგრამა ლონდონის Brent-ის საბჭოს შტაბისთვის - 16 000 დოლარი

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საბჭომ მხოლოდ იმისთვის, რომ ჰოლოგრამას ხალხისთვის სწორი მიმართულებები მიეთითებინა, 16 000 აშშ დოლარი დახარჯა.

აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, Brent- ის მრჩეველმა ჯეიმს დენსელოვმა Guardian- თან განაცხადა, რომ ჰოლოგრამა "შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ და ინოვაციამ დაზოგოს ფული", რადგან ამ ვაკანსიაზე კადრის აყვანა, მეტ ხარჯებს მოითხოვდა.

აშშ: სინქრონული ცურვა ზღვის მაიმუნებისთვის - 50 000 დოლარი

აშშ-ს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ზღვის მაიმუნის წყლის მოძრაობაზე გავლენის შესასწავლად 50 000 დოლარზე მეტი დახარჯა. კვლევამ აჩვენა, თუ რა როლს ასრულებენ ეს ცხოველები ოკეანის მინერალების ფენების შერევაში.

კანადა: გიგანტური რეზინის იხვი - 92 000 აშშ დოლარი

ონტარიოს პროვინციამ ტორონტოს Redpath Waterfront ფესტივალზე, ექვსსართულიანი 13,4 ტონა რეზინის იხვის ჩამოსაყვანად 92 000 აშშ დოლარი გამოყო. ფესტივალზე იხვის სანახავად უამრავი ადამიანი მივიდა. როგორც მოგვიანებით ორგანიზატორებმა განაცხადეს, მოგება ხარჯზე ბევრად მეტი იყო.

იაპონია: კალმარის ქანდაკება - 230 000 აშშ დოლარი

იაპონიის იშიკავას პრეფექტურის სანაპირო ქალაქმა - ნოტომ, 13 მეტრის სიგრძის კალმარის ქანდაკებაზე 230 000 დოლარი დახარჯა. თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის არსებული ბიუჯეტიდან გამოიყო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქანდაკებაში ინვესტიცია ტურიზმის სტიმულირებისთვის ჩაედო.

დიდი ბრიტანეთი: Broken Press Briefing Room - 3,62 მილიონი აშშ დოლარი

მარტში გაირკვა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ლონდონის დაუნგინ სტრიტის 9 ნომერში მდებარე ახალ ოთახში, რომელიც მედიისთვის თეთრი სახლის სტილის პრესკონფერენციებს მასპინძლობს, 3,62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. მოგვიანებით მედია ცენტრმა, სამი მუხის ამბიონით, ცისფერი პანელებით და რამდენიმე დროშით, დანიშნულება დაკარგა.

იტალია: მაფიის ავტომაგისტრალი - 434 მილიონი დოლარი

2012 წელს იტალიის მთავრობას ევროკავშირისთვის 434 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწია, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაფინანსებულ ორგანიზაციას სინამდვილეში საავტომობილო გზა არ აუშენებია და მთლიანი თანხა გაიფლანგა.

თეონა რამაზაშვილი