საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და რესტორატორი, ნიცის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორნის, La langouste-ის დამფუძნებელი და მფლობელი, გია მორდეხაშვილი და ქართველი შეფ კონდიტერი მაიკო ჩხეტია საქართველოში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელის განვითარების გეგმებს აანონსებენ.
ბრენდის სახელი ბიზუ - Bisues იქნება, რაც ფრანგულად კოცნას ნიშნავს. ბრენდის ლოგო ასოცირდება როგორც ბრენდის დასახელების პირველ ასოსთან, ასევე ტუჩებთან და გულთან.
ბრენდის პირველი მაღაზია 12 მაისს ირაკლი აბაშიძის 46 ნომერში გაიხსნა.
როგორც გია მორდეხაშვილი განმარტავს, ბიზუს კონცეპციის ფილოსოფიაში, ისევე როგორც ეს მის ფრანგულ რესტორანშია, პრიორიტეტი მიენიჭება პროდუქციის გემოს და ინგრედიენტების ხარისხს. ასევე გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტენდენციები ჯანსაღი კვების მიმართულებით.
მაღაზიის ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში. ძირითადი აქცენტი გადატანილია პროდუქციის ხარისხზე და წარმოების ეფექტურობაზე, რაც საშუალებას იძლევა ბიზუს პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლის ფართო წრისათვის.
მისამართი: ირაკლი აბაშიძის 46
ტელეფონი: 032 2195552
გახსნილია ყოველდღე 9:00 – 20:00
ბმულები:
https://www.facebook.com/bisousgeorgia
https://www.instagram.com/bisousgeorgia
https://www.facebook.com/lalangoustenice
(R)