ნორვეგია ეკონომიკის მხარდაჭერისთვის სანავთობო ფონდიდან 50 მილიარდ დოლარს გამოიყენებს

მიმდინარე წელს ნორვეგიის ხელისუფლება ეკონომიკის მხარდაჭერისთვის სანავთობო შემოსავლებიდან 402,6 მილიარდ კრონს (50 მილიარდ დოლარს) გამოიყენებს. ეს შემოსავლები, როგორც წესი, ქვეყნის სახელმწიფო საპენსიო, იგივე სანავთობო ფონდში ირიცხება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული კეთილდღეობის ფონდია.

ბიუჯეტის პროექტის ახალი შესწორებების თანახმად, ქვეყანა ამ ფონდიდან 90 მილიარდი კრონის ნაცვლად, 402,6 მილიარდ კრონს გამოიყენებს. გამოცემა The Local-ის ცნობით, თანხის ოდენობა განისაზღვრა კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური სირთულეებით, რამაც საბიუჯეტო ხარჯები გაზარდა.

როგორც წესი, ქვეყნის ხელისუფლება ხარჯების დასაფინანსებლად ფონდის ღირებულების 3%-ს იყენებს, თუმცა ახლა ფონდიდან თანხის 3,7%-ს გამოიტანს.

ეროვნული კეთილდღეობის ფონდი 1990 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის მას მსოფლიო აქციების 1,4% ეკუთვნის. ფონდი მსოფლიოს 73 ქვეყნის 9,1 ათას კომპანიაში ფლობს წილს. მის პორტფელიოში ყველაზე დიდი წილი ისეთ კომპანიებს უკავიათ, როგორიცაა Apple, Microsoft, Amazon, Alphabet და Nestle. აქციებში საინვესტიციო წილი 72,8%-ია, ობლიგაციებში– 24,7%, უძრავ ქონებაში კი – 2,5%.

12 მაისის მდგომარეობით ფონდის ღირებულება 12 ტრილიონი კრონია.

კოკა კვირკველია