კახა კალაძე - 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარედგინება ერთგვარი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა პროექტები განხორციელდა

18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას ანგარიში წარედგინება, სადაც მათ განხორციელებულ პროექტებს გააცნობენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა თითო კვირას თითო პოლიტიკა დაეთმობა.

„18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარედგინება ერთგვარი ანგარიში, 7 მიმართულებით, თუ დედაქალაქში რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა. ჩვენ თითო კვირას დავუთმობთ თითო პოლიტიკას და საზოგადოებას ინფორმაციას წინასწარ მივაწოდებთ, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება პრეზენტაცია და საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თბილისის მოსახლეობისთვის ეს ერთგვარი ანგარიში იქნება და საზოგადოებასთან ამ დამოკიდებულებას ყოველთვის გავაგრძელებთ“, - განაცხადა კალაძემ.