დევიდ ჯონსონი: 21 ივნისიდან ბრიტანელებს სახლიდან მუშაობა აღარ მოუწევთ

თემთა პალატაში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრ დევიდ ჯონსონმა განაცხადა, რომ 21 ივნისიდან ბრიტანელებს სახლიდან მუშაობა აღარ მოუწევთ.

„ქვეყანა კორონოვირუსთან ბრძოლის სწორ გზას ადგას და სულ რაღაც ექვს კვირაზე ნაკლებ დროში სახლიდან მუშაობას შევწყვეტთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, როგორც კი თანამშრომლები ოფისებს დაუბრუნდებიან, დიდი ქალაქების დინამიზმი შესამჩნევად სწრაფად აღდგება.

დიდ ბრიტანეთში სახლიდან მუშაობა ხელახლა იანვრიდან დაწესდა, როცა ქვეყნის მესამე ეროვნული ლოქდაუნი დაიწყო.

მთავრობა პირობას დებს, რომ შეზღუდვების მოხსნის საგზაო რუკის მეოთხე და ბოლო ეტაპის დაწყებამდე სოციალური დისტანცირების ზომებს გადახედავს. მეოთხე ეტაპის დაწყება სწორედ 21 ივნისიდან არის ჩანიშნული. პრემიერი უფრო შორს მიდის და იმედოვნებს, რომ სახლიდან მუშაობის შეწყვეტასთან ერთად, 21 ივნისიდან ერთმეტრიანი დისტანციის წესიც აღარ იქნება საჭირო. თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი ვირუსის შეკავების ქმედებებზეა დამოკიდებული.

გასულ კვირას დევიდ ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის საგზაო რუკის მესამე ეტაპი 17 მაისიდან დაიწყება, მაგრამ ეს სახლიდან მუშაობას ჯერ არ შეეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ