ბიუჯეტის დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმზეა

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 527.7 მლრდ ლარი შეადგინა.

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველად დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან პირველ კვარტალში ბიუჯეტის ასეთი მოცულობის დეფიციტი ჯერ ქვეყანას არ ჰქონია. ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზი კი ეკონომიკური კრიზისია, რომლის გამოც ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო ხარჯები, პირიქით, გაეზარდა.

ნოდარ სირბილაძე