ნათია თურნავა - სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვას

სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნა, ზოგადად, იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“, - განაცხადა თურნავამ.