CNN-ის ცნობით, Kentucky Fried Chicken (KFC) ზაფხულში გაყიდვაში ახალი შეფუთვით გამოჩნდება. ქათმის ხორცის საკვები პროდუქტების უმსხვილესი ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი გარეგნული სახე KFC-ის საფირმო წითელ-თეთრ ფერების „შედარებით თანამედროვე ხედვაა.“ პოლკოვნიკ სანდერსის თავი KFC-ის ქაღალდის სათლებს, სენდვიჩის შესაფუთებსა და ჭიქებს ისევ დაამშვენებს, ხოლო განახლებული დიზაინი თავდაპირველი საფირმო სათლის ზუსტი იმიტაცია იქნება. მასზე დამატებული იქნება საკვები პროდუქტის შეთბობის ინსტრუქცია, საფირმო შემწვარი წიწილის ისტორიის მოკლე ანოტაცია და რაც მთავარია, სათლებზე ბრუნდება სლოგანი "It's Finger Lickin“( „თითებს ჩაიკვნეტ“). ეს ფრაზა შეფუთვიდან გასულ წელს, პანდემიის გამო ამოიღეს.
Yum Brands (YUM)-ის მიერ შედგენილი მოგება-წაგების ანგარიშის მიხედვით, KFC-ის შეფუთვაზე შეცხელების ინტრუქციის დატანება, სავარაუდოდ, იმან განაპირობა, რომ კლიენტები პანდემიის დროს მორჩენილ „ფასტ-ფუდს“ უფრო ყიდულობენ და ინფიცირების თავითან აცილების გამო შინ მიირთმევენ. KFC-ის ახალი შეფუთვა ეკოლოგიურადაც მეტ-ნაკლებად სუფთა ხდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მდგრადი სატყეო ინიციატივასა (Sustainable Forestry Initiative) და ტყის სამეურვეო საბჭოსთან (Forest Stewardship Council) ერთად შეიმუშავა და გამოსაყენებლად დაამტკიცა ისეთი მუყაო, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია. ეს KFC-ის ახალი განაცხადია.
გასულ წელს KFC-მა თავისი რესტორნის ახალი დიზაინი წარადგინა, წელს კი მენიუც განაახლა, რომელშიც ფლაგმანური ქათმის სენდვიჩი დაამატა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში, კლიენტების დაინტერესების მიზნით, თავიანთი პროდუქციის შედარებით თანამედროვე შეფუთვები Burger King-მა და McDonald's-მაც წარმოადგინეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ