2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 24,5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, თუ 2020 წლის პირველი კვარტალი მისო-ებმა მხოლოდ 18 463 904 ლარის მოგებით დახურეს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 23 004 839 ლარი შეადგინა. ამასთან, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 24 848 676 ლარი შეადგინა.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, პირველი კვარტლის მონაცემებით, 1, 539 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 512, 254 მლნ ლარი.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა 75 340 062 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 67 249 698 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 2 1 23 976 ლარი შეადგინა.
ამასთან, მისო-ებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 5 145 228 ლარის შემოსავალი მიიღეს.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.
საანგარიშო პერიოდში 388 სერვის-ცენტრსა და ფილიალში კი დასაქმებული იყო 4 113 ადამიანი.