საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 38 468 ტესტი ჩატარდა.