საქართველოში ყურძნის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყურძნის იმპორტი გაიზარდა.

2020 წლის იანვარ, თებერვალსა და მარტში საქართველოში 455.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 482 ტონა ყურძენი შემოვიდა 2021 წლის იგივე პერიოდში კი 517.1 ათასი აშშ დოლარის 664.1 ტონა ახალი (სუფრის) ყურძენი.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2021 წელს ყურძენი იყიდა:

  • სომხეთი - 424.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 560 ტონა
  • თურქეთი - 73.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 96.9 ტონა
  • ნიდერლანდები -19.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 7.1 ტონა

საქართველოდან ყოველწიურად ახალი ყურძნის საყიდლად 1 მილიონ დოლარზე მეტი გადის. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა წლიურად 1-დან 2 ათასამდე ტონა ყურძენს ყიდულობს. ძირითადი ბაზრები კი, 2021 წლის ანალოგიურად, სომხეთი, თურქეთი და ნიდერლანდებია. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ახალი (სუფრის) ყურძნის მოცულობამ 1, 237 ტონა შეადგინა, რაც 1,059 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. აქედან 769,2 ათასი დოლარის ღირებულების სომხეთში ვიყიდეთ, 221,4 ათასი დოლარის - თურქეთში, 68,7 ათასი დოლარის კი ნიდერლანდებში.

თამარ მუკბანიანი