McDonald's ამერიკელი პერსონალისთვის ხელფასებს 10%-ით ზრდის

McDonald's ამერიკის რესტორნების პერსონალისთვის ხელფასების გაზრდას აპირებს. ეს გადაწყვეტილება 36,500 ადამიანს შეეხება, რომლებიც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ. ხელფასი, საშუალოდ, 10%-ით გაიზრდება. ინფორმაციას MarketWatch ავრცელებს.

ამჟამად 660 რესტორნის ადმინისტრაციული პერსონალი საათში 11-17 დოლარს იღებს, ხოლო ხელფასის გაზრდის შემდეგ 15-20 დოლარს აიღებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის 13,900 რესტორნიდან McDonald's-ის ბრენდის ქვეშ მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა მუშაობს, უმრავლესობა კი ფრენჩიზას რესტორანია. მათი მფლობელებიც აცხადებენ, რომ თანამშრომელთა ხელფასებს გადახედავენ.

აშშ-ს შრომის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ფასტ-ფუდებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი საათში 11,47 დოლარს შეადგენდა.

კოკა კვირკველია