მისო-ებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა - Top-10 კომპანია, ვისაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს

2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მთლიანად 4 113 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 43 მისო-ში 4 202 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 377-დან 388-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • მისო კრისტალი - 996 დასაქმებული
  • რიკო ექსპრესი - 464 დასაქმებული
  • სვის კაპიტალი - 332 დასაქმებული
  • კრედიტ სერვისი +- 320 დასაქმებული
  • ლაზიკა კაპიტალი - 273 დასაქმებული
  • ლიდერ კრედიტი - 239 დასაქმებული
  • მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 222 დასაქმებული
  • ინტელექსპრესი - 207 დასაქმებული
  • ევრო კრედიტი - 143 დასაქმებული
  • ქართული კრედიტი - 122 დასაქმებული
ნინი ქეთელაური