1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4186 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4186 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4186 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1392 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.