Wizz Air–მა თელ-ავივის მიმართულებით რეისები გააუქმა

Wizz Air–მა თელ-ავივის მიმართულებით დღეს და ხვალ დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეს რეისები გაუქმნდა აბუ–დაბიდან, კვიპროსის ლარნაკადან და ვარნადან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივის მიმართულებით რეისები გააუქმეს, ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა British Airway- მა დაVirgin Atlantic-მა, გერმანულმა Lufthansa-მ და ესპანურმა Iberia-მ.