პაბლო პიკასოს ნახატი კრისტის აუქციონზე 103 მილიონ დოლარად გაიყიდა

პაბლო პიკასოს ნახატი "ქალი ფანჯარასთან" კრისტის აუქციონზე 103 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ონლაინ აუქციონზე ნამუშევარის საწყისი ფასი 55 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ ფასმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა. ახალ მფლობელს დამატებითი გადახდის გათვალისწინებით, მფლობელს 103 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

აღსაიშნავია ისიც, რომ ნახატი აუქციონზე წარდგენიდან 19 წუთში გაიყიდა. “ქალი ფანჯარასთან“ მანამდე 2013 წელს იყო გამოტანილი აუქციონზე, სადაც 44,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მარი-ტერეზის ახალგაზრდობითა და სილამაზით შთაგოებულმა პიკასომ ნახატი 1932 წლის 30 ოქტომბერს შექმნა. 2019 წლის მაისის შემდეგ, ეს პირველი ნამუშევარია, რომელმაც 100 მილიონი დოლარს გადააჭარბა.

2015 წლის მაისში აუქციონზე ესპანელი მხატვრის 4 ნამუშევარი გაიტანეს, მათ შორის, “ალჟირის ქალები”, რომელიც 179,4 მილიონად გაიყიდა.

თეონა რამაზაშვილი