გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალური სვეტის მოვლა-პატრონობისთვის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 296 285 ლარია.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიწოდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2021 წლის 20 ივნისიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით, პერიოდში უნდა განხორციელდეს.