იაპონია აპირებს, 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის წილი საერთო მოხმარებაში 40%-მდე გაზარდოს

იაპონიის ხელისუფლება გეგმავს, 2030 წლისთვის 40%-მდე გაზარდოს ქვეყნის საერთო მოხმარებაში ენერგიის წილი, რომელსაც გამოიმუშავებს მზის, ქარის და სხვა განახლებადი წყაროებიდან. ამის შესახებ იაპონური მედია ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამ დრომდე ტოკიოს გეგმაში ჰქონდა განახლებადი ენერგიის წილი 2030 წლისთვის 22-24%-მდე გაეზარდა. ამჟამად, მათზე მოდის მხოლოდ 18%, ასე რომ, საუბარია 10 წელზე ნაკლებ დროში მონაცემის გაორმაგებაზე.

ამავე გეგმის მიხედვით, ატომურმა სადგურებმა უნდა გამოიმუშაონ საერთო მოხმარების ენერგიის 20%. რისთვისაც საჭირო იქნება 30 რეაქტორის ამუშავება. როგორც ცნობილია, ფუკუსიმა-1-ის ავარიის შემდეგ ქვეყანამ ატომური სადგურების უსაფრთხოების უმკაცრესი ზომები დანერგა. შედეგად, ქვეყანაში ახლა მხოლოდ 9 რეაქტორი მუშაობს, ხოლო დანარჩენი ტექნიკური გადაიარაღებისა და შემოწმების პროცესშია. ახლა მათ ადგილს ქვეყნის ენერგეტიკაში იკავებს თბოსადგურები, რომელთა წილი გეგმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება, ვინაიდან ისინი ატმოსფეროს ყველაზე მეტად დამაბინძურებლები არიან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესიხიდე სუგას თქმით, 2050 წლისთვის იაპონიაში საავტომობილო და სამრეწველო ემისიები ნულის ტოლი გახდება. 2030 წლისთვის კი ის 46%-ით უნდა შემცირდეს 2013 წელთან შედარებით.

კოკა კვირკველია