სამედიცინო მარიხუანას მწარმოებელ კანადურ კომპანია Aurora Cannabis Inc-ის კვარტალური წაგება 23,3%-ით გაეზარდა და 164,65 მილიონი კანადური დოლარი შეადგინა (135,3 მლნ აშშ დოლარი).
კორექტირებულმა უარყოფითმა EBITDA-მა 24,02 კანადური დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე 49,58 მილიონი კანადური დოლარი ჰქონდა. ხოლო შემოსავლები შემცირებულია 25%-ით 55,16 მილიონ კანადურ დოლარამდე.
Aurora Cannabis-ის ინფორმაციით, მისი აქციები ნიუ-იორკის Nasdaq-ის ბირჟაზე 24 მაისიდან გამოჩნდება. მანამდე კი ბოლო ვაჭრობის სესიაზე აქციები 6,1%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში აქციების ღირებულება 17,3%-ით არის შემცირებული.