მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 163 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 3.38 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 141 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.2 მილიონია.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.