სომხეთის ატომური ელექტროსადგური რემონტისთვის სრულად შეჩერდა

სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერდა. ამის მიზეზი ყოველწლიური გეგმიური სარემონტო სამუშაოებია, რომლის დროსაც მოხდება რეაქტორის აქტიური ზონის სრული დაცლა. ამის შესახებ აეს-ის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

„2021 წლის 15 მაისის 00:25 სათიდან დაიწყო ატომურ ელექტროსადგურზე №2 ენერგობლოკის გაჩერება, ხოლო 11:45 საათზე ის სრულად გაითიშა ენერგოსისტემიდან. ატომური სადგური გაჩერდება 141 დღით, რაც განპირობებულია უპრეცედენტო მასშტაბის სარემონტო სამუშაოებით, რომელმაც პროგრამის მიხედვით უნდა გაუხანგძლივოს მუშაობა №2 ენერგობლოკს“, - წერია განცხადებაში.

როგორც ინფორმაციაშია დაზუსტებული, სამუშაოებისას გათვალსიწინებულია რეაქტორის კაპიტალური რემონტი ისე რომ მოხდება რეაქტორის სრული დაცლა.

პრეს-სამსახურის ცნობით, სარემონტო სამუშაოებში ჩართული იქნება 400 სპეციალსიტი ბელარუსიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ენერგობლოკის ამუშავება დაგეგმილია 2021 წლის 2 ოქტომბერს.

სომხეთის ტომური ელექტროსადგური არის ქვეყნის ერთადერთი ატომური ენერგოსადგური, რომელიც 1979 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და გაჩერდა 1989 წლის სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. 1995 წელს მოხდა მისი განკონსერვება, რის შემდეგაც ის კვლავ ჩაეშვა ექსპლუატაციაში. ეს აესი ქვეყნის ენერგომოხმარების მესამედს გამოიმუშავებს.

კოკა კვირკველია